27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა, ომში თბილისის ჩართვის მიზნით უკრაინის სპეცოპერაცია იყო - უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას," - წერს  ოლეგ ნიკოლენკო.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემით, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს.

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს და დააკმაყოფილოს სასჯელის გადავადების მოთხოვნა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა სპეცოპერაცია იყო, სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი საქართველოს ომში ჩართვა. 

დღის ამბები