რუსეთში, ბუნებრივი აირის გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 1 ადამიანი. შემთხვევა ჩუვაშეთის რეგიონში, ურენგოი-პომარი-უჟგოროდის მონაკვეთზე, სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა.
საუბარია გაზსადენზე, რომელიც ამჟამად უკრაინის გავლით, ევროპის რუსული გაზით მომარაგების მთავარი მარშრუტია. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბუნებრივი აირის ექსპორტი არ შეფერხებულა.