27 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
"ერისიონი" ქართველ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება

საქართველოს ყველაზე ძველი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი მსოფლიო ტურნედან დაბრუნდა და წლის ბოლოს, ბოლო კონცერტს ქართველი მაყურებლისთვის გამართავს. ოთხ სხვადასხვა ქალაქში გამართული წარმატებული საკონცერტო ნომრების წარდგენას ანსამბლი "ერისიონი" თბილისის საკონცერტო დარბაზში, ორი დღის განმავლობაში გეგმავს. მოცეკვავეებსა და მომღერლებს დარბაზში მოსული მაყურებლისთვის სიურპრიზიც აქვთ მომზადებული.

"ქართლ- კახური" სწორედ ასე ეწოდება ნომერს, რომელიც ერისიონმა წლების წინ შექმნა ახლა კი განახლებული მუსიკითა და მოძრაობებით საკონცერტო დარბაზში მისულების წინაშე პირველად წარმოადგენს. ორსაათიანი პროგრამის ნახვის საშუალება, რომელშიც "ერისიონის" ახალი და ძველი ცეკვებია გაერთიანებული და ასევე ტრადიციული ხალხური სიმღერები შედის, მოქალაქეებს 21 და 22 დეკემბერს შეეძლებათ.

დღის ამბები