27 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ბახმუტი ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილად სახელდება - დღეს, ქალაქში ზელენსკი ჩავიდა და უკრაინელი მებრძოლები გაამხნევა
ომის მე-300 დღე უკრაინაში და საფრთხე, რომელიც უკრაინას ბელარუსიდან ემუქრება - მინსკში პუტინის ვიზიტიდან მეორე დღეს, ლუკაშენკომ საბრძოლო მორიგეობაზე ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების ისკანდერების დაყენების ბრძანება გასცა. ევროპის უკანასკნელი დიქტატორის გადაწყვეტილებით, მოქმედებაში მოიყვანეს საჰაერო თავდაცვის სისტემები S-400-ებიც. კიევი და ვაშინგტონი ეჭვობენ, რომ ბელარუსული არმია შესაძლოა საოკუპაციო ძალებთან ერთად შეტევაზე გადმოვიდეს და ქვეყანას კიდევ ერთ ფრონტი გაუხსნას.
 
თავდასხმის მოლოდინშია, უკრაინის მეზობელი მოლდოვაც, ქვეყნის დაზვერვის უფროსის განაცხადებით, მოსკოვის მხრიდან თავდასხმას ნებისმიერ დროს ელოდებიან. კიშინიოვი ეჭვობს, რომ საოკუპაციო ძალა ეცდება დნესტრისპირეთზე გასასვლელად კორიდორი გააკეთოს. სანამ მოლდოვა დარტყმების მოლოდინშია კიევი კონტრშეტევებს ახორციელებს დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილად კი თითქმის ერთი თვეა ქალაქი ბახმუტია, სადაც ბრძოლები არც ერთი წუთით არ წყდება. დღეს ქალაქში ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა და უკრაინელი მებრძოლები გაამხნევა.
დღის ამბები