წლის ბოლოს შეთანხმება მაინც შედგა. ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, ევროპელებმა რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი განსაზღვრეს - მეგავატზე 180 ევრო საათში. ლიმიტი იმაზე დაბალია, ვიდრე ევროკომისიის თავდაპირველი წინადადება - 275 ევრო. ე.წ. "ფასის კორექციის მექანიზმი" 15 თებერვლიდან ამოქმედდება.
გადაწყვეტილება ერთხმად არ მიუღიათ, კონსენსუსი გაჭირდა, თუმცა დისკუსიები უმრავლესობამ დაასრულა. მათ შორის იყო გერმანიაც. ნიდერლანდებმა და ავსტრიამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. მოწინააღმდეგე ქვეყნები შიშობენ, რომ ხისტი მიდგომა ევროპის ენერგო ბაზრის მუშაობას შეაფერხებს, ენერგოუსაფრთხოებას კი დარტყმის ქვეშ დააყენებს. ღია უარი დააფიქსირა უნგრეთმა.
უნგრეთი რუსულ გაზზე მკვეთრად არის დამოკიდებული, ამიტომაც ლობირებდა რუსეთის წინააღმდეგ შედარებით მსუბუქ სანქციებს. სამაგიეროდ გადაწყვეტილებით კმაყოფილია პოლონეთი, რომელიც ბალტიელებთან ერთად თავიდანვე სიხისტის მომხრე იყო. ვარშავასთან ერთად ფასის ზღვარს 200 ევროზე ნაკლებს მოითხოვდა ბელგია და საბერძნეთიც.
რუსეთს წინასწარ ჰქონდა დაფიქსირებული , რომ ევროკავშირის ახალ პირობებს არ მიიღებდა. ახლა კი,როდესაც შეთანხმება შედგა უცნობია რას მოიმოქმედებს მოსკოვი. თუმცა კრემლმა ბრიუსელი სიტყვიერად უკვე გააკრიტიკა.
ნავთობი პესკოვს შემთხვევით არ უხსენებია, ჯერ კიდევ თვის დასაწყისში დიდი შვიდეულის კვალდაკვალ რუსულ ნავთობზე ზედა ღვარი ბრიუსელშიც დააწესეს - 60 დოლარის ოდენობით. ევროპელების გეგმა, ამ გზით დაასუსტონ კრემლის სამხედრო მანქანა, წლის ბოლოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით სრულდება.