27 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის სახალხო დამცველობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები გრძელდება -  როგორ მიმდინარეობს პროცესი და როგორია შეფასებები

"მე არ ვიცი რატომ მოძებნეს ჩემი 36 - წლიანი ცხოვრებიდან ის რამდენიმე პოსტი, რომლითაც თითქოს აჩვენებენ, რომ ვარ უზრდელი და აგრესიული"- ომბუდსმენობის კანდიდატი 2021 წლის 6 ივლისს დაწერილ პოსტს გულისხმობს.

ანა აბაშიძე განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში, 5 ივლისის მოვლენების გამო როგორც მოქალაქემ, გაბრაზება გამოხატა. კანდიდატი თვლის რომ წარსულში მისმა სოციალურმა აქტივობამ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გარკვეული პოსტები გახდა უმრავლესობისთვის გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურაზე უარის ერთ-ერთი მიზეზიც. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აბაშიძისა და ბურჯანაძის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები, მათ პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე მიუთითებს.

საკუთარი კანდიდატების კვალიფიციურობაში დარწმუნებულები არიან ოპოზიციაში. კანონმდებლები ამბობენ, რომ ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე სამოქალაქო სექტორმა შეარჩია და ეს ფაქტი მათ მიმართ არსებულ ნდობის მაღალ ხარისხს ადასტურებს. ოპიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კანდიდატები საქმიანობით უნდა შეფასდნენ და არა კონკრეტული განცხადებების შინაარსით.

ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც საკუთარი კანდიდატების ლობირებაში ადანაშაულებს ომბუდსმენობის კიდევ ერთი მსურველი. იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ორივე მხარე სასურველი კანდიდატურის ლობირებას ცდილობს.

სახალხო დამცველის არჩევის პროცესი გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა ჩატარდეს. მმართველი პარტია ღიად აფიქსირებს მზადყოფნას, ომბუდსმენი ოპოზიციასთნ შეთანხმებით დაინიშნოს. ქართული ოცნების შეთავაზებაა პარლამენტმა გადაწყვეტილება 5 კანდიდატს შორის მიიღოს.

საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველი მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა დაამტკიცოს. 90 ხმა გადაწყვეტილებისთვის საკმარისია. იმ შემთხვევაში თუ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოგროვდება, ომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს.

დღის ამბები