ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა, უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში მებრძოლები მოინახულა. მან ჯარისკაცების ორდენები გადასცა.
რუსეთის ფედერაცია დონეცკის ოლქზე კონტროლის დამყარებას სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან ცდილობს.
"ბახმუტის გმირებს უნდა ჰქონდეთ ის პირობები, რაც ყველა დანარჩენ ადამიანს აქვს- მათ შვილებს, ოჯახებს ვისურვებ, რომ ჰქონდეთ სითბო და ჯანმრთელობას. ასევე მათ ჰქონდეთ სინათლე. მთავარია, რომ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც სინათლე ხან არის და ხან არა სინათლე მათში მაინც არ ჩაქრეს,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.