27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ჯაბა სამუშიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს სახელმწიფო სტიპენდია მიულოცა

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს სახელმწიფო სტიპენდია მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრის დასაწყისში რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სტუდენტებს ახალ საცხოვრებელთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო და პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ჯაბა სამუშიამ განაცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა ერთ-ერთი ობიექტი, სადაც ექსპერტების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში თანამედროვე სტანდარტების, 400 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყება.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელის თქმით, სახელმწიფო სტიპენდია ტრადიციულად, წელსაც ასობით წარმატებულმა სტუდენტმა მიიღო. აღნიშნული პროგრამა 2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

დღის ამბები