27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავა. ის ცოტა ხნის წინ შეიყვანეს განყოფილებაში.

პარალელურად გამოკითხვაზე იმყოფება გიორგი კირთაძე. მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შემთხვევა ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მოხდა.

გიორგი კირთაძე პირდაპირ ეთერში იყო, რა დროსაც მას კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერი იოსებ სირაბიძე თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"არ ვიცი რა უნდა ვუთხრა არც გუშინ მითქვამს გამოკითხვაზე რამე კონკრეტული ამ ადამიანს არ ვიცნობ არათუ მე არამედ არცერთი ჩემი ახლობელი,"- აცხადებს კირთაძე.

დღის ამბები