27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
იაგო ხვიჩია პარტიის ლიდერია და შეუძლებელია ის იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი - მამუკა მდინარძე ომბუდსმენის შერჩევაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ არ შეძლება ომბუდსმენის თანამდებობაზე ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელიც მოსახლეობას მმართველი ძალის შეცვლისაკენ მოუწოდებდა და იმავდროულად იკავებდა ომბუდსმენის მოადგილის თანამდებობას. 

მამუკა მდინარაძემ მაგალითად ასევე მოიყვანა იაგო ხვიჩია და განმარტა, რომ პირი, რომელიც არის პარტიის თავმჯდომარე, ვერ იქნება მიუკერძოებელი.

"წარსულში გაკეთებული მათი განცხადებები უტყუარად ადასტურებს, რომ  ისინი "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ არიან მიკერძოებულები. ადამიანები, რომელიც მოუწოდებდნენ იმ აქციაზე მოსვლისაკენ ადამიანებს, რომლის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იყო. ეს კონკრეტული ადამიანი, სახალხო დამცველის მოადგილის პოზიციას იკავებდა ამავდროულად.

მაგალითად იაგო ხვიჩია, შეუძლებელია იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი, პარტიის ლიდერია. ჩვენ ყველანი ერთად გამორიცხვის მეთოდით შევჯერდით 8 კანდიდატზე, საიდანაც 3 მათგან უფიქსირდება ფაქტობრივი მოცემულობა პოლიტიკური მიკერძოების. დარჩა 5 კანდიდატი და ახლა იმგვარად შემოტრიალება, რომ ესენი არიან ჩვენი კანდიდატები არის სპეკულაცია,"- აცხადენს მამუკა მდინარაძე. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი კი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესი კარგად აჩვენებს თუ ვინ მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. 

"ჩვენს მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადებები, ოპონირება, დაფიქსირებული პოზიციები, არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ობიექტურად მოხდეს დადგენა იმ კრიტერიუმებისა და ღირებულებებისა, რაც უმთავრესია სახალხო დამცველისათვის. კონკურსის მიმართ დამოკიდებულებებში ხდება საუკეთესო ლუსტრაცია, ვის რა ინტერესი გააჩნია ამ პროცესში. ანუ, ვინ უდგება სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე და ვისი მიზანია პირადი პოლიტიკური ინტერესების გატარება," - აცხადებს რატი იონათამაშვილი. 

დღის ამბები