საქართველოს ეროვნული ბანკი ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მონეტების გამოშვებას იწყებს. "საქართველოს მეფეების" სერიის ახალი მონეტის პრეზენტაცია ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გამართა.
მისი თქმით, მონეტების გაყიდვა ეტაპობრივად დაიწყება და მისი შეძენა ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი. გვენეტაძემ მონეტის ეროვნულ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების მიმდინარეობისას მონეტა სიმბოლურად, ვახტანგ გორგასლის ძეგლის ავტორის, ელგუჯა ამაშუკელის მეუღლეს გადაეცა.