27 ნოემბერი 2024,   00:13
ვრცლად
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება" - ომის დამნაშავე დავით სანაკოევი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ოკუპირებილი ცხინვალის თვითგამოცხადებული რეჟიმის ე.წ. დეპუტატი დავით სანაკოევი, ჰააგის გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსულ მედიასთან გამოეხმაურა. 

როგორც დავით სანაკოევი აცხადებს, ჰააგის სასამართლო რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტია.

"ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ასე სწორედ ახლა დასრულდა, მიუთითებს, რომ აღნიშნული საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად. საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს, ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი, საქართველო კი აგრესორი, ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სურს დამნაშავეებად ჩვენ გამოგვიყვანოს, რუსეთი კი აგრესორად, რომელიც საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს დაესხა," - განუცხად სანაკოევმა რუსულ მედიასთან

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიება დაასრულა და საბოლოო გადაწყვეტილება 16 დეკემბერს გამოაცხადა. დამნაშავედ ცნეს სამი ოსი, რუსეთის ერთი მოქალაქე. აქვე შეგახსენებთ, ე.წ. დეპუტატი დავით სანაკოევი, საერთაშორისო ძებნილი და ომის დამნაშავეა. 

დღის ამბები