სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი მფარველობას უწევდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულებს, რის სანაცვლოდაც იღებდა თანხას ან სამშენებლო მასალას.
ასევე, ბრალდებული ინფორმაციას აწვდიდა მეწარმეებს დაგეგმილი კონტროლის შესახებ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების ფაქტების დაფარვის მიზნით. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.