უკრაინის ტერიტორიაზე უკვე 300 დღეა აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - ღამით შეტევა განხორციელდა სუმის ოლქზე. უკრაინელთა ინფორმაციით, რუსმა სარდლობამ ოლქს 83-ჯერ შეუტია. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აფეთქების ხმა ისმოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში. 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსულ თავდასხმას ხერსონში. დაზიანებულია ქალაქის ადმინისტრაციული შენობა და სასწავლო დაწესებულება.
ირანული დრონით მოხდა შეტევა კიევის ოლქზეც. დაშავებულია 3 მშვიდობიანი მოქალაქე. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 9 საცხოვრებელი შენობა.