27 ნოემბერი 2024,   00:13
ვრცლად
კიევში საშობაო ნაძვის ხე აინთო

კიევში, სოფიას მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აინთო. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ნაძვის ხეს, სიმბოლურად, "უძლეველობის ხე“ უწოდეს და ის უკრაინის დროშის ფერებშია განათებული. 

„სიმბოლურად ჩვენს საშობაო ხეს უძლეველობის ხე ვუწოდეთ, რადგან გვსურს, ვაჩვენოთ, რომ უკრაინელებს ვერ გატეხენ. დღეს დილით რუსეთმა კამიკაძე დრონებით განახორციელა იერიში, მას სურს, გაყინოს უკრაინელები, დატოვოს ისინი გათბობის, წყლის, ელექტროენერგიის გარეშე. ამის მიუხედავად, ჩვენ ვიბრძვით და მარტივად ვერ გაგვტეხენ.

ბევრი განხილვა იყო იმასთან დაკავშირებით, დაგვედგა თუ არა ნაძვის ხე, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დავუშვებთ, ჩვენს შვილებს წაართვან ისეთი ლამაზი დღესასწაული, როგორიც წმინდა ნიკოლოზის დღეა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ახალი წელი და შობა მოგვპარონ“, – განაცხადა კლიჩკომ.

დღის ამბები