აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კირთაძისთვის კვერცხების სროლის ფაქტზე შეფასება გაკეთდა "ქართულ ოცნებაში".
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ დასაძრახი იყო წარსულში აჭარის უზენაესი საბჭოს წევრისთვის ნაგვის ურნის ჩამომხობის ფაქტი და იგივენაირად დასაძრახია დღეს მომხდარიც.
"დასაძრახია როდესაც აჭარის უზენაესი საბჭოს წევრს ნაგვის ურნას ჩამოამხობ თავზე და ეს არ უნდა გაგიხარდეს, ვინც არ უნდა უნდა და უნდა დაძრახო ასეთი ადამიანი და დასაძრახია, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი შემთხვევაც, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ქუჩაში ესროლეს კვერცხები. არ უნდა გამოვარჩიოთ ჩვენიანად და სხვისიანად ადამიანები, ვინც ამგვარ რამეს სჩადის ის არის გასაკიცხი, თუ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - დასასჯელი," - თქვა ცაგარეიშვილმა.