ვლადიმერ პუტინი ბელარუსში ჩავიდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გასაიდუმლოების მიზნით, ჰაერში ერთდროულად სამი სამთავრობო თვითმფრინავი იმყოფებოდა, რათა ვერავინ მიმხვდარიყო, თუ რომელ თვითმფრინავში იჯდა რუსეთის პრეზიდენტი.
პუტინი მინსკში შეხვედრას ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართავს. მედიის ინფორმაციით, საუბარი რუსეთ-ბელარუსის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას და რეგიონალურ და საერთაშორისო დღის წესრიგს შეეხება.
მანამდე კი, მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ჩავიდნენ. 2019 წლის შემდეგ ბელარუსში ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება.