განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მოზარდის საქმეზე განაჩენი 5 იანვარს გამოცხადდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბოლო პროცესი გაიმართა.
დაპირისპირება 15-16 წლის ბიჭებს შორის მაისის ბოლოს 74-ე საჯარო სკოლის სპორტის გაკვეთილზე დაიწყო. ერთ-ერთი მოზარდის დაჭრა კი სკოლასთან ახლოს მოხდა. საქმეზე ათობით მოწმე გამოიკითხა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.