27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
"ლელო" უკრაინაში გენერატორებს, პირველადი მოხმარების ნივთებს, საკვებსა და ტანსაცმელს აგზავნის

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" უკრაინის დასახმარებლად შეგროვებულ ნივთებს ქვეყანაში აგზავნის. პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის ინიციატივით, უკრაინაში გასაგზავნად 25 გენერატორი, პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები და ტანსაცმელი მოგროვდა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ტვირთის ღირებულება 150 000 დოლარს შეადგენს.

დღის ამბები