კულტურის სამინისტრომ 2022 წლის ახალგაზრდული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. ღონისძიება თეა წულუკიანმა გახსნა.
ახალგაზრდული ბანაკების მხარდაჭერა, საგრანტო პროექტები, ახალგაზრდული საბჭოების ხელშეწყობა - ეს იმ ის პროექტების ჩამონათვალია, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდა და რაც ღონისძიების მიმდინარეობისას განიხილეს.
ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა.