რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მინსკში ჩავიდა. სერგეი ლავროვის გარდა, ბელარუსში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტსაც ელოდებიან.
პუტინი მინსკში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართავს შეხვედრას.
მედიის ინფორმაციით, საუბარი რუსეთ-ბელარუსის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებასა და რეგიონალურ და საერთაშორისო დღის წესრიგს შეეხება. ეს 2019 წლის შემდეგ ბელარუსში პუტინის პირველი ვიზიტი იქნება.