27 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
აუცილებელია გარკვეული დათმობები გვქონდეს,  ეს პროცესი მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული - სარჯველაძე ომბუდსმენობის კანდიდატებზე

2 საათში პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატზე კონსულტაციები განახლდება. 

უმრავლესობა შეთანხმებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ომბუდსმენის დასამტკიცებლად 90 ხმაა საჭირო, რაც დღეს პარლამენტში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს.

"ქვეყანას სჭირდება არჩეული სახალხო დამცველი და მათ შორის, 12 პუნქტის კონტექსტში, ამ ვალდებულების შესრულება. ეს პროცესი კი მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული და ოპოზიციის მხარდაჭერა გვჭირდება. აუცილებელია რომ ამ შემთხვევაში გარკვეული დათმობები გვქონდეს. პირველივე დღიდან, რაც ეს პროცესი გაიხსნა, სამწუხაროდ, ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს ულტიმატუმი, რომ მხოლოდ მათი პოზიცია იყოს მხარდაჭერილი. ასე კი ვფიქრობ, წინ ვერ წავალთ,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები