მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას არქიმანდრიტი ივანე მჭედლიშვილი ატარებს.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები ბარში გადაასვენეს.