თეირანი რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად ნებართვას არავისგან არ ითხოვს - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ბრალდებები, რომ თეირანი უკრაინაზე თავდასხმისთვის რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში ეხმარება.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა შტატების მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში ნამდვილ საფრთხეს უქმნის.