"ეს მსოფლიო ომია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება ეს. ომში უკვე რამდენიმე ხელია ჩართული და ის გლობალურია"- ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
რომის პაპის თქმით, ომი იმართება მაშინ, როცა იმპერია იწყებს დასუსტებას და როცა იარაღი გამოსაყენებელია. პაპმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საშინელება და უზარმაზარი სისასტიკე უწოდა. პაპი ფიქრობს, რომ ომი მალე არ დასრულდება.