ჩრდილოეთ ერაყში თავდასხმას 9 პოლიციელი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ კირკუკთან ახლოს მოხდა. თავდაპირველად, ბომბი სატვირთო ავტომობილის სიახლოვეს აფეთქდა, რომელსაც პოლიციელები გადაჰყავდა, შემდეგ კი თავდამსხმელებმა სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ერაყის პოლიციის ინფორმაციით, მოკლულია ერთი თავდამსხმელი, დანარჩენებს სამართალდამცველები ეძებენ.