27 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბახმუტში ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს - ზელენსკი

ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბახმუტში ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი და ამბობს, რომ ახლა მთავარი მიმართულება სწორედ ეს ქალაქია.

მისი თქმით, უკრაინული ძალები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოწინააღმდეგის პოტენციალს თანდათან ამცირებენ.

უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ თუ პარტნიორი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს საკმარისად მიაწოდებენ, ამით რუსეთს ტერორის მთავარ ინსტრუმენტს ჩამოართმევენ.

"ბახმუტის მიმართულება მთავარია. ჩვენ ვინარჩუნებთ ქალაქს, თუმცა ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს. ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქებში, ზოგადად სამხრეთით - თანდათან ვამცირებთ ოკუპანტების პოტენციალს. საჰაერო თავდაცვა მუდმივი პრიორიტეტია და ამას კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ. ძვირფასო პარტნიორებო! ჩვენი ცის სრულად დაცვაში დახმარებით, უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმარისი რაოდენობით მიწოდებით, შეგიძლიათ ტერორისტულ სახელმწიფოს ჩამოართვათ ტერორის მთავარი ინსტრუმენტი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაბიჯი, რომელიც აგრესიის დასასრულს დააჩქარებს," - განაცხადა ზელენსკიმ.

 

დღის ამბები