27 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მიმდინარე კვირას რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ

ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, დეპუტატები მიმდინარე კვირას რიგგარეშე სესიაზე საბოლოოდ დაამტკიცებენ, მანამდე კი კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.

ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტს მხარს არ უჭერს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია. ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, პროექტში ათზე მეტი ცვლილება შევიდა.

კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დიდწილად ელექტრონული სისტემით ჩატარდება, ასევე გამკაცრდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე კონტროლი, ცვლილებებია გასაჩივრების ვადებშიც.

დღის ამბები