უკრაინელი ბავშვების მორიგი ნაკადი საქართველოშია - მიკოლაევის სპორტული სკოლის 20-ზე მეტი მოზარდი თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. მათთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა რადას საქართველო-უკრაინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელიც.
ბავშვები თბილისში 2 კვირა დარჩებიან. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი დინამოს ბაზაზე იცხოვრებენ. სპორტული აქტივობების გარდა გათვალისწინებულია კულტურული პროგრამაც. სტუმრებს აეროპორტში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და თბილისის მერიის წარმომადგენელი დახვდნენ.
უკრაინელი ბავშვების თბილისში ჩამოყვანა საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტია.