კიევის ოლქზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმით დაიწყო 19 დეკემბერი. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა დედაქალაქის ცენტრშიც. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, ქალაქის თავზე ამ დროისთვის 9 დრონია ჩამოგდებული.
კიევის ოლქის გარდა, საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო ვინიცის, ჩერკასის, კიროვოგრადის ოლქებშიც. ადგილობრივებს განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირანული კამიკაძე დრონები მიკოლაევის ოლქშიც დააფიქსირეს.
26-ჯერ დაიბომბა ღამით გლუხ-ივისა და შალი-გინის დასახლებები სუმის ოლქში.