ძლიერი ხანძარი ბათუმში რესტორან "ვოქსში" - მთლიანად განადგურებულია კვების ობიექტის 2 სართული. არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩასაქრობად მაშველებს რამდენიმე საათი დასჭირდათ.
იყო ხანძრის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე, იქ, სადაც საცხოვრებელი ბინებია განთავსებული. საჭირო გახდა 250-მდე ოჯახის ევაკუაცია.
ძლიერი ხანძრის შედეგად, კორპუსიდან ალმოკიდებული კონსტრუქციები ცვიოდა, რის გამოც სასტუმრომდე მისასვლელი ყველა გზა გადაიკეტა; უსაფრთხოების მიზნით გათიშეს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ რესტორანი არ მუშაობდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.