კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
არგენტინის ნაკრების მხრიდან ლეო მესიმ 2, ხოლო ანხელ დიმარიამ 1 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებში კი, კილიან მბაპე ჰეთ-თრიქით გამოირჩა.
საბოლოოდ, დაძაბული მატჩი პენალტების სერიაში არგენტინის გამარჯვებით დასრულდა.