27 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
გურიის მთებში გაშენებულ დაბას ყოველ წელს ათასობით სტუმარი ჰყავს - რა პოტენციალი აქვს კურორტ ბახმაროს

ბახმარო, კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, თანაბრად მიმზიდველია როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამსვენებლისთვის. გურიის მთებში გაშენებულ დაბას სამკურნალო თვისებები აქვს, რის გამოც მას ყოველ წელს ათასობით სტუმარი ჰყავს.

გარდა უნიკალური ჰავისა, ბახმარო ბოლო წლებია ექსტრემალური სპორტის მოყვარულებსაც იზიდავს. კურორტზე არ არის საბაგიროები, თუმცა ზამთარში მაღალი თოვლის საფარი და ფერდები საინტერესოა მათთვის ვისაც გაუკვალავ თოვლში სრიალი უყვარს. ამ ეტაპზე ბახმარო ორ სეზონზეა აქტიური, თუმცა ადგილობრივების სურვილია და ამისთვის თავდაუზოგავად მუშაობენ, რომ ის ოთხივე სეზონზე მასპინძლობდეს დამსვენებელს.

დღის ამბები