27 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
მაჭახელას ხეობა, უნიკალური იარაღის დამზადების წესი, გამორჩეული ბუნება და ისტორიული წარსული

მაჭახელას ხეობა აჭარაში - ადგილი, რომელიც წლის ნებისმიერ დროს საოცარი სანახავია. ხეობის სოფლებსა და მაჭახელას დაცულ ტერიტორიას ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს და ეს გასაგებიცაა. ხეობის სოფლებში დღემდე ფლობენ უძველეს ქართულ პროფესიებს. "კურიერი P.S." იმყოფებოდა სოფელ ჩხუტუნეთის მუზეუმში, რომელშიც ადრე მეჩეთი იყო.

ლაზი ოსტატების ხეზე ულამაზესი ნამუშევრები ორ საუკუნეზე მეტს ითვლის და მათ რესტავრაციაც არ დასჭირვებია. "კურიერი P.S." მაყურებელს აქვს შესაძლებლობა გაიცნოს უძველესი მაჭახლური თოფის ოსტატს, რომელიც ერთადერთია ვინც ამ ისტორიულ იარაღს თავიდან ბოლომდე სახლში ამზადებს.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები