ამ წუთებში, მთელი მსოფლიოს ყურადღება კატარისკენ არის მიმართული. საფრანგეთი არგენტინის წინააღმდეგ - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ანგარიში ფრეა. ეს არის ყველაზე დაძაბული შეხვედრა. არგენტინას და საფრანგეთს თანაბრად აქვთ შანსი გახდნენ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონები.
საფრანგეთის და არგენტინის ქალაქებში ხალხი ქუჩაშია გამოსული. ბუენოს აირესსა და პარიზში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია, შესაბამისად, მობილიზებულია ათასობით სამართალდამცველი.
ფინალისტი გუნდების შეხვედრას გულშემატკივრობენ საქართველოშიც. "კურიერი პიესი" გადამღები ჯგუფები იმყოფებიან საფრანგეთისა და არგენტინის გულშემატკივრებთან.
ავტორები: ლაშა ბერძენიშვილი, ანი გენებაშვილი