მაროკოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ქვეყანას, რომლის საფეხბურთო გუნდმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა გააკვირვა. ალბათ თავად მაროკოს გულშემატკივრებიც ვერ წარმოიდგენდნენ ისეთ შედეგს, როგორიც მიმდინარე ჩემპიონატზე ამ ქვეყანამ აჩვენა. უნდა ითქვას, რომ მაროკოს საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავდა, თუმცა მათი დამარცხება შეძლეს. ძალიან ცოტა ადამიანი თუ იფიქრებდა, რომ მაროკო ესპანეთს ან პორტუგალიას დაამარცხებდა, თუმცა ეს მოხდა. მაროკოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველანაირ სენსაციებისა თუ სასწაულების ზღვარს გადააბიჯა.
კრიშტიანუ რონალდუს - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ბოლო შანსი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გასულიყო, თუმცა ეს შანსი სწორედ მაროკომ წაართვა. სამწუხაროდ, ფინალამდე მისვლა მაროკომ ვერ შეძლო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაშიც ხორვატიის წინააღმდეგ დამარცხდა, მაგრამ ფაქტია, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა სწორედ ეს ნაკრებია. მარცხის, უფრო სწორად ვერ გამარჯვების მიუხედავად, მაროკოელების ზეიმის ხმა ქალაქები ქუჩებში ახლაც ისმის.
ავტორი: ანი გენებაშვილი