27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
თბილისში ჯემალ ჭკუასელის სახელობის სკვერი და ქუჩა გაიხსნა

დიღმის მასივში, ცნობილი ლოტბარისა და ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის სახელობის სკვერი და ქუჩა გაიხსნა.

ინიციატივა თბილისის საკრებულოში არსებულ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის.

სკვერის გახსნის ცერემონიას ჯემალ ჭკუასელის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიმდინარეობისას ანსამბლმა "ერისიონმა" არაერთი ცნობილი სიმღერა შეასრულა.

დღის ამბები