საპროტესტო აქცია გაიმართა გორში - ვერხვების დასახლების მაცხოვრებლები სასმელი წყლის შეფერხებით მიწოდებას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ წლებია საკითხის გადაწყვეტა ვერ ხერხდება და კომპეტენტურ პირთან შეხვედრას ითხოვენ.
მოსახლეობამ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვაც ცადა, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.