27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების დრო დგება - ჰენრი კისინჯერი

უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების დრო დგება,- ამის შესახებ ჰენრი კისინჯერი ბრიტანულ გამოცემა "სპექტატორთან" საუბრობს.

შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თუ უკრაინასა და რუსეთს შორის ომამდე არსებული გამყოფი ხაზი ვერ მიიღწევა ბრძოლით ან მოლაპარაკებით, მაშინ, შესაძლოა, გამოსავალი რუსეთის მიერ მისაკუთრებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ რეფერენდუმის ჩატარება იყოს.

"სამშვიდობო პროცესმა უნდა დააკავშიროს უკრაინა ნატო-სთან, როგორც არ უნდა გამოიხატებოდეს ეს. ნეიტრალიტეტის ალტერნატივას უკვე აღარ აქვს აზრი," – აცხადებს კისინჯერი.

დღის ამბები