შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.