რუსეთი ომში მორალის ასამაღლებლად ფრონტზე მუსიკოსებს გაგზავნის, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ კვირაში დააანონსა "წინა ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის" ფორმირება, რომელშიც როგორც ინსტრუმენტალისტები, ასევე ვოკალისტები შევლენ.
"ახალ დანაყოფს დაევალება, რომ შეინარჩუნოს მაღალი მორალური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა [სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს შორის]", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსული გამოცემის, RBC News-ის ცნობით, ჯგუფი დაკომპლექტდება ჯარისკაცებისგან და ასევე პროფესიონალი არტისტებისგან, ვინც ნებაყოფლობით გამოთქვა მოხალისეობის სურვილი.