27 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
"მეზობელს კლავდნენ, ჩემი შვილი გადაეფარა, ვერ გადავარჩინეთ" - რას ამბობს ხონის მუნიციპალიტეტში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის დედა

ჩხუბი, გაშველების მცდელობა და ცივი იარაღით მოკლული 33 წლის ახალგაზრდა გიორგი ჩალაძე, რომელიც  ოჯახის ინფორმაციით, კონფლიქტში არ მონაწილეობდა. მოკლულს ცივი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტში მოხდა.

რას გამოიწვია კონფლიქტი, ვინ არის მოკლული და რა ეტაპზეა გამოძიება - "კურიერმა" შემთხვევის ადგილზე დეტალები გაარკვია.

როგორც მოკლულის დედა აცხადებს, მისი შვილი მეზობლების გაშველების მიზნით, გარეთ გავიდა, კონფლიქტში ჩართულ პირებს აშველებდა, ერთ-ერთს გადაეფარა, ამ დროს კი მას არსებული ინფორმაციით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

"ერთს აუშარდნენ, მეზობელს კლავდნენ და ჩემი შვილი გადაეფარა. რა იცოდა იმას რა ჰქონდა ხელში და სამი ჭრილობა აქვს. ფილტვის არეში დაჭრეს, ვერ გადავარჩინეთ ჩემი შვილი. [მეძახდა] გადამრჩინეო..." - ამბობს მოკლულის დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლოთ დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირი. 

 

დღის ამბები