27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ბექა ოდიშარია - მაშინ, როცა სააკაშვილი სასჯელს იხდის ლუქს პალატაში, მიირთმევს რასაც მიუტანენ, რატომ უნდა იშიმშილონ ამ ადამიანებმა?!

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის პროტესტს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობენ, გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.

მისი შეფასებით, სამწუხაროა, რომ დეპუტატების ნაწილს შიდა პარტიული დავალების შესრულება ჯანმრთელობისთვის საზიანო ფორმით უწევთ.

"ვწუხვარ, რომ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს უწევთ გარკვეული შიდაპარტიული წნეხების გამო შიმშილობა, რაც ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მაშინ როდესაც, პატიმარი სააკაშვილი "ვივამედში" სასჯელს იხდის ლუქს პალატაში, მიირთმევს, რასაც მიუტანენ ოჯახის წევრები, ამ ადამიანებმა რატომ უნდა იშიმშილონ და რა არის ამის მიზეზი, ვერ ვხვდები," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები