27 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
ხონის მუნიპალიტეტში, ბარბარობის დღესასწაულზე 33 წლის მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა ხონის მუნიციპალიტეტში - მოკლულია 33 წლის მამაკაცი. შემთხვევა ბარბარობის დღესასწაულზე სამხედრო დასახლებაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სისხლიან დაპირისპირებას წინ სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი უძღოდა. ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.

ოჯახის ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცი ჩხუბში არ მონაწილეობდა, ის მეზობლის საშველად გავიდა და მას დანა სამჯერ დაარტყეს. მათი ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლოთ დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირი.

დღის ამბები