27 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში როუმინგის ტარიფი შესაძლოა გაუქმდეს - ევროდეპუტატების ინიციატივა

ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართეს. ისინი ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდებენ, საქართველო ევროკავშირის როუმინგის სივრცეში ჩაერთოს.

"საქართველოს თითოეული მოქალაქე ევროპული ოჯახის ნაწილია. საქართველოს ჩართვა ევროპულ რეჟიმში მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯია საქართველოს ევროპული ამბიციების რეალიზებისკენ.

საქართველომ ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვა აშკარა პრიორიტეტად რამდენიმე წლის წინ დაასახელა. მას შემდეგ საქართველო აქტიურად მუშაობდა რეგიონული როუმინგის (PRA) და სპექტრის (RSA) ხელშეკრულებების გაფორმებაზე. გარდა ამისა, საქართველოს მაღალგანვითარებული სატელეკომუნიკაციო სექტორი აქვს. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, ევროკომისია მხარს დაუჭერს ერთიანი როუმინგული სივრცის შექმნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის კოორდინირებული დახმარების გზით," – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის ტარიფები 2017 წელს გაუქმდა. 

დღის ამბები