უკრაინაში ომის მეათე თვე დაიწყო. ქვეყანა ისევ უმძიმესი ბრძოლების და შეტევების მოგერიებაშია. უკრაინის დიდ ნაწილს ისევ არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და გაზი.
ოკუპანტების მთავარი სამიზნე ისევ სამოქალაქო ობიექტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა.
ბოლო 24 საათში 6 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის ერთი ბავშვი. დაიჭრა 22 ადამიანი.