27 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ჰააგამ წერტილი დაუსვა და თქვა, რომ ამ ომში სიმართლე ქართველი ხალხის და ქართველი გმირების მხარეს იყო - რატი ბრეგაძე

მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის რეზოლუციას ახსენებს, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება აწერდა ხელს და სადაც ნათქვამი იყო, რომ ქართველებსაც და რუსებსაც ერთნაირი ბრალი მიუძღვით 2008 წლის მოვლენებში.

უმრავლესობის წევრების თქმით, სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეძლო "ქართულმა ოცნებამ" ამ ყველაფრის უკუგდება და მოვლენებისთვის სახელების დარქმევა.

სამართლებრივი გზებით იმის დამტკიცება, რომ საქართველო ის მხარეა, რომელსაც ბრალი არ მიუძღვის.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ჰააგის მიმართულებით 2012 წლამდე არაფერი იყო გაკეთებული. 

"ჰააგის მიმართულებით რეალურად ხელისუფლებას 2012 წლამდე გაკეთებული არაფერი არ ჰქონდა. რანაირად უნდა ყოფილიყო, რომ ენმ-ს ხელისუფლებას ერთ დოკუმენტზე მაინც ჰქონოდა ხელი მოწერილი, რაც არუნდა მიზეზი ჰქონოდათ, რომელშიც იტყოდნენ, რომ ქართველებს და რუსებს თანაბარი ბრალი ჰქონდათ ომში.

ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, რომ დაგვემტკიცებინა რომ რუსეთის ბრალი იყო და დარღვეული იყო ადამიანის უფლებები და სწორედ მაშინ მივიღეთ სააკაშვილის თავდასხმა,"- აცხადებს სარჯველაძე. 

იუსტიციის მინისტრის თქმით, უწყებამ საკმაოდ რთული ბრძოლები გაიარა სიმართლის დასამტკიცებლად.

"ჰააგამ წერტილი დაუსვა იმას და თქვა, რომ ამ ომში სიმართლე იყო ქართველი ხალხის და ქართველი გმირების მხარეს. საკმაოდ მძიმე ბრძოლები გაირა იუსტიციის სამინისტრომ ამ ხელისუფლების პირობებში რომ სიმართლე დაემტკიცებინა,"- აცხადებს ბრეგაძე. 

დღის ამბები