27 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
მომდევნო 4 წლის გეგმა გაწერილი და დამტკიცებულია - მთავრობა ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს

მაგისტრალური გზები, ცენტრალური ქუჩები, ხიდები, რეკრეაციული სივრცეები, ურბანული განახლება, სამშენებლო- სარეაბილიტაციო პროექტები - პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში მომდევნო 4 წლის განმვლობაში განხორციელედება.

პროგრამის მიხედვით, მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარება საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში მოხდება. დღეის მდგომარეობით, ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები უკვე გაფორმებულია.

სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული ან მიმდინარე პროცესშია. პროექტის ფარგლებში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება. მათ შორის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთზე 5 გვირაბისა და 9 ხიდის. 6 გვირაბი უკვე მთლიანად დასრულებულია.

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან მონაკვეთზე ახალი მაგისტრალის მშენებლობა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 528 მლ ლარს შეადგენს.

საქართველოს მასშტაბით უკვე შერჩეულია 100-ზე მეტი საკურორტო ადგილი, რომლის ინფრასტრუქტურულად მოწყობა მომდევნო წლიდან დაიწყება. გენგეგმა და საპროექტო დოკუმენტაციაც უკვე შედგენილია. "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში მოძველებული ავტოპარკებიც განახლდება. დაგეგმილია 250 ახალი ავტობუსის შეძენა.

პროექტის ფარგლებში, რეგიონებში წყლის პრობლემები მოგვარდება. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფელი უკვე სარგებლობს 24 საათიანი წყალ მომარაგებით. განხორციელებულია 10 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტები. "განახლებული რეგიონების" პროგრამა 2021 წლის აპრილში დაიწყო, პირველი ეტაპის სამუშაოებზე 50 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა.

 

დღის ამბები