კონგრესის გამოძიება 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ექსპრეზიდენტ, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სამ სისხლის სამართლის ბრალდებას წამოაყენებს. აშშ-ის მედიის ცნობით, საქმისთვის შერჩეული კომიტეტი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აჯანყების უპრეცედენტო ბრალდებას მოიძიებს.
ტრამპის მხარდამჭერები 2021 წლის 6 იანვარს თეთრ სახლთან შეიკრიბნენ, რათა აშშ-ს არჩევნების შედეგები გაეპროტესტებინათ. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შენობაში შეიჭრნენ.
სხვადასხვა გამოცემის მიხედვით, შტურმის გარდა, ტრამპს, შესაძლოა, ოფიციალური პროცესის შეფერხებაში და შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებაში დაედოს ბრალი.
გამოძიებისთვის შერჩეული ცხრა წევრი საბოლოო 8-თავიან მოხსენებას დაამტკიცებს, რომელსაც შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტს წარუდგენს. მოხსენება დაფუძნებულია 1000-ზე მეტ მოწმის ჩვენებაზე.
კომიტეტის ხელმძღვანელის, დემოკრატ ბენ ტომპსონის თქმით, სრული ანგარიში 21 დეკემებერს გამოქვეყნდება.