27 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
ეს პროექტი შეცვლის საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე - ლევან დავითაშვილი ბუქარესტში გაფორმებულ მემორანდუმზე

ისტორიული დოკუმენტი ხელმოწერილია - საქართველოს ევროპულ ენერგობაზარზე გასვლის პირდაპირი შესაძლებლობა აქვს. აზერბაიჯანმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და საქართველომ მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით, საქართველო რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს და ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგია მიაწოდოს.

როგორია ისტორიული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გაკეთებული შეფასებები - ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ პროექტის ღირებულება 3 მილიარდ დოლარი იქნება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების პროექტი საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე სასიკეთოდ შეცლვის.

"მომავალ წელს ჩვენ უნდა გვქონდეს დასრულებული პროექტი იმისთვის, რომ იმპლემენტაციის ეტაპზე გადავიდეთ. საქართველომ უკვე რამდენიმე მილიონი დახარჯა ამ შესწავლაში და საბოლოოდ იკვეთება, რომ პროექტი იქნება რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის საჭიროების იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე გრძელი დამაკავშირებელი გადამცემი ხაზი ზღვის ქვეშ, რომელიც მსოფლიოში არსებობს დღეს და აშენდება.

შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, წინასწარი შეფასებით, პროექტის ღირებულება შეიძლება დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი იყოს. ეს პროექტი საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე შეცვლის. მეორეს მხრივ, საქართველოს ენერგეტიკის სექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის იმიტომ, რომ პირდაპირი დაკავშირებით შემთხვევაში საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტები მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის და ჩვენ მეტ ინვესტიციას მოვიზიდავთ, მეტ დასაქმებას შევქმნით და მეტი სიკეთე უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები